ჩოგბურთი

14:17 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ზედიზედ მე-2 ტიტულისთვის იბრძვის

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა პორტუგალიურ ობიდოსში წყვილთა შორის ზედიზედ მე-2 25-ათასიანი ტურნირის მოსაგებად იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ შაფათავა პორტუგალიაში ბრიტანელ ემილი ვებლი-სმითთან ერთად ირჯება და გასულ კვირას მთავარი ტიტულიც დაისაკუთრა, ამჯერად კი, უკვე ნახევარფინალშია გასული.
ქართულ-ბრიტანულმა დუეტმა, რომელიც მე-3 ნომრადაა განთესილი, მეოთხედფინალში პორტუგალიელებს (ფონტე-ჟორჟე) 6:2, 6:4 სძლია, ფინალის საგზურისთვის კი, დღეს, პირველი რეიტინგის მქონე ბრიტანულ წყვილს (გრეი-ნიკოლსი) გაეჯიბრება.
სამწუხაროდ, სოფო უკვე გამოეთიშა ერთეულთა ტურნირს. ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ბულგარელ პეტია არშინკოვასთან 2:6, 3:6 წააგო.

0.125902