ფეხბურთი

13:16 | 17.05.2019 | ნანახია 695 - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენი“ ფირმინოთი დაინტერესდა

„ლივერპულის“ თავდამსხმელ ფირმინოთი „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესდა - გვამცნობს BBC. სააგენტოს მტკიცებით, ბრაზილიელის გადაბირებით პირადად პარიზელთა მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი ყოფილა მოწადინებული.

თუმცა, 27 წლის ფეხბურთლის „ენფილდიდან“ წასვლა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ფირმინო „წითლების“ ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და მას ალბათ სახარბიელო წინადადების შეთავაზების შემთხვევაშიც არ გაყიდიან.

ფირმინო „ლივერპულში“ „ჰოფენჰაიმიდან“ 2015 წელს გადავიდა. ახალდამთავრებულ პრემიერლიგაში მან 34 მატჩში 12 ბურთი გაიტანა და 6-ჯერ პარტნოირებს უპასა საგოლედ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:06 | 17.05.2019
RHP (3623)

კარგია
მომწონს რომ ბევრს ვაინტერესებთ

22:08 | 17.05.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ბობი ლივერპულში სამუდამოდ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124193