ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ლეროი სანემ, შესაძლოა, კლუბი დატოვოს - წერს ესპანური Don Balon. გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტებმა „სამეფო კლუბს“ გერმანელის შეძენა შესთავაზეს. მასში „სიტი“ სავარაუდოდ 160 მილიონ ევროს მოითხოვს.
სანეთი „ბაიერნიც“ ყოფილა დაინტერესებული, თუმცა ლეროის გერმანიაში დაბრუნების პერსპექტივა არ ხიბლავს.
22 წლის სანე „სიტიში“ „შალკედან“ 2016 წლის ზაფხულში გადავიდა 50,5 მილიონ ევროდ. მიმდინარე სეზონში მან „ქალაქელების“ მაისურით, პრემიერლიგის 31 მატჩში 10 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა.
სენეგალური წარმოშობის გერმანელს „სიტისთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.