ფეხბურთი

23:07 | 16.05.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ტერ შტეგენმა ტრავმა მიიღო

გერმანიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხნის მოუწევს 27 წლის მეკარეს უქმობა.

ტერ შტეგენმა მიმდინარე სეზონში 49 მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაუშვა. გერმანელმა მეკარემ 23 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ივნისისი თვეში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელის და შესაძლოა ტერ შტეგენი იოახიმ ლიოვმა არ გამოიძახოს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:49 | 19.12.2022
KoRBeN DaLLaS (24842)

უსმანას ლეოს ვალი ჰქონდა ))
ხომ გახსოვთ ბარსა-ლივერის ნახევარფინალი ? ხომ გახსოვთ ამ ბრიყვმა მესის ასპროცენტიანი ასისტი რომ გააფუჭა 3:0-ზე და მერე სანანებელი გაუხდათ ? ))
ასე როოომ...

13:41 | 19.12.2022
vaxo_5 (549)

აქლემის ვირუსი ვერ მოიშორა, ალბათ...

0.065574