გარეტ საუთგეიტმა ინგლისის ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ინგლისელმა სპეციალისტმა ნაკრებში ტრავმის მიუხედავად, "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი გამოიძახა.
ინგლისი უეფას ერთა A ლიგის ფინალურ ეტაპზე ნახევარფინალში 6 მაისს ჰოლანდიას დაუპირისპირდება. მეორე წყვილში ურთიერთობას ტურნირის მასპინძელი პორტუგალია და შვეიცარია გაარკვევენ. 9 ივნისს კი საპრიზო ადგილები გათამაშდება.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ვებგვერდის ინფორმაციით, საუთგეიტის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ჯეკ ბატლენდი ("სტოკი"), ტომას ჰიტონი ("ბარნლი"), ჯორდან პიკფორდი ("ევერტონი");
მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ჯო გომესი (ორივე "ლივერპული"), კირან ტრიპიერი, დანი როუზი (ორივე "ტოტენჰემი"), ბენ ჩილველი, ჰარი მაგუაირი (ორივე "ლესტერი"), მაიკლ კინი ("ევერტონი"), ჯონ სტოუნსი, კაილ უოკერი, ფაბიან დელფი (სამივე "მანჩესტერ სიტი");
ნახევარმცველები: ერიკ დაიერი, დელე ალი, ჰარი უინკსი (სამივე "ტოტენჰემი"), ჯორდან ჰენდერსონი ("ლივერპული"), როს ბარკლი ("ჩელსი"), დეკლან რაისი ("ვესტ ჰემი"), ჯესი ლინგარდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ნათან რედმონდი, ჯეიმს უორდ-პროუზი (ორივე "საუთჰემპტონი"), ჯეიდონ სანჩო ("დორტმუნდი", გერმანია);
თავდამსხმელები: ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), კალუმ უილსონი ("ბორნმუთი"), მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი");