ფეხბურთი

17:30 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა "იუვენტუსს" დატოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდს შეიცვლის. ამის შესახებ განცხადება არგენტინელის ძმამ გააკეთა.

გუსტავო დიბალას თქმით, პაულოს კარიერაში ახალი გამოწვევა სჭირდება:

„დიდი ალბათობით, პაულო „იუვენტუსს“ დატოვებს. ის იტალიაში ძველებურად ბედნიერი აღარაა. რონალდუსთან პრობლემა აქვს? მოედნის მიღმა არა, მაგრამ მოედანზე კი. ჩემი ძმა ახალგაზრდაა და კრიშტიანუს ვერ გაეჯიბრება. ესპანეთი თუ ინგლისის, ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი“, - ციტირებს გუსტავო დიბალას სიტყვებს Tuttosport-ი.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსს“ 2015 წლის ზაფხულში „პალერმოდან“ შეუერთდა. მას შემდეგ არგენტინელმა ფეხბურთელმა 180 მატჩში 78 გოლის გატანა მოახერხა. 25 წლის ფეხბურთელს ყველაზე აქტიურად მადრიდის "ატლეტიკოსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120124