ჩოგბურთი

16:30 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე რაფაელ ნადალია

რომის მასტერსის (საპრიზო ფონდი 5 791 280 ევრო) მერვედფინალში 27 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მე-2 ნომრად განთესილი ესპანელი რაფაელ ნადალი იქნება.

ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 32 წლის რაფამ ფრანგ ჟერემი შარდის შანსი არ დაუტოვა და მას მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო – 0:6, 1:6.
შეგახსენებთ, რომ მე-14 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა INTERNAZIONALI BNL D'ITALIA-ის საწყის რაუნდში უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი 6:1, 7:6 (7:2) დაამარცხა, შემდეგ კი, სერბ ლასლო ჯერესაც ორ სეტში აჯობა – 7:5, 6:4.
ბასილაშვილსა და ნადალს აქამდე 2-ჯერ უთამაშიათ და ორივე შემთხვევაში, გამარჯვება რაფას რჩებოდა: 2017 წლის “როლან გაროსზე” ესპანელმა 6:0, 6:1, 6:0 იმარჯვა, შარშანდელ აშშ-ს ღია პირველობაზე კი მან 6:3, 6:3, 6:7 (6:8), 6:4 მოიგო.
ქართულ-ესპანური დაპირისპირება რომის საჩოგბურთო კომპლექსის ცენტრალურ კორტზე თბილისის დროით დაახლოებით 21:30 საათიდან დაიწყება.

Loading...
0.110675