ჩოგბურთი

15:47 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ესპანური ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს აჯობა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ესპანურ ლა ბისბალ დ’ემპორდაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) მე-2 წრეში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

ეკომ ძალები მე-2 ნომრად განთესილ სერბ ივანა ჯოროვიჩთან მოსინჯა და მსოფლიო რეიტინგის ასეულის ზღვარზე (101-ე ადგილი) მდგარ მეტოქეს 6:4, 7:5 სძლია.
ამ წარმატების წყალობით, გორგოძემ მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მე-8 განთესვის მქონე ესპანელ ბოლსოვა ზადოინოვისა და ბრიტანელი ბეინსის წყვილში უმჯობესს შეხვდება.
ამერიკულ ნეიპლსში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის სასტარტო რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – კანადელ ლუის კვონგთან 6:2, 2:6, 4:6 წააგო სალომე დევიძემ.
ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა შეჯიბრში ამერიკელ ალისია პარკსთან ერთად პირველ ნომრად იყო განთესილი. აღნიშნული დუეტი მეოთხედფინალში მასპინძელთა წყვილს (ბრაუნი-ჯეკსონი) ვერ გაუმკლავდა – 4:6, 6:4, 8:10.

0.063091