ჭადრაკი

15:00 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ, ხოტენაშვილმა და ჩეპარინოვმა ძალები რაპიდში სცადეს

ჩინურ ჰენშუიში დასრულდა მსოფლიოს 2019 წლის ინტელექტუალური თამაშების ეგიდით გამართული შეჯიბრი სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი), სადაც ძალები საქართველოს ნაკრების წევრებმა ნანა ძაგნიძემ (2474) და ბელა ხოტენაშვილმა (2406) და ივან ჩეპარინოვმა (2629) მოსინჯეს.

11 ტურად წარმართულ ტურნირში ძაგნიძემ 5.5 ქულა (4 მოგება, 3 ფრე, 4 მარცხი) მოაგროვა და მეშვიდე-მეათე ადგილები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მე-9 იყო. მხოლოდ 3.0 ქულა (6 ფრე, 6 მარცხი) მიითვალა ხოტენაშვილმა, რომელიც 16 მონაწილეს შორის ბოლო გახლდათ.
ჩემპიონის ტიტული რუსმა ალექსანდრა კოსტენიუკმა (2498) მოიპოვა 8.0 ქულით, მეორე ასევე რუსი ვალენტინა გუნინა (2491) იყო 7.0 ქულით, უკრაინელმა მარია მუზიჩუკმა (2511) კი 6.5 ქულა მოაგროვა და მე-3 შედეგი დააფიქსირა.
ვაჟთა შეჯიბრში ჩეპარინოვმა 5.0 ქულა (1 მოგება, 8 ფრე, 2 მარცხი) მიითვალა და მერვე-მეთორმეტე პოზიციები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მეცხრე გახლდათ.
ვაჟებში პირველ ადგილს უკრაინელი ანტონ კორობოვი (2756) დაეპატრონა 8.5 ქულით, მეორე-მესამე საფეხურები კი ჩინელმა ლიემ ლე ქუანგმა (2706) და ამერიკელმა პერეზ ლიენერ დომინგეზმა (2752) გაიყვეს 7.0-7.0 ქულით.
დღეიდან, ჩინეთში შეკრებილი მოჭადრაკეები ერთმანეთს ელვისებურ ჭადრაკში (ბლიცი) შეეჯიბრებიან. სულ 22 ტური ჩატარდება, რომლებიც ორ დღეს გადანაწილდება. ძაგნიძე, ხოტენაშვილი და ჩეპარინოვი ბლიცშიც ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
2.512406