ფეხბურთი

15:23 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ ახალი ფორმა წარადგინა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ საზოგადოებას ახალი, 2019/20 წლების სეზონის ფორმა წარუდგინა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი.

მაისურა ტრადიციულად ალისფერია, ლოგო შავ და ოქროს ფერებშია დაგაწყვეტილი. ასეთი ლოგო იმ „მანჩესტერს“ ჰქონდა, რომელმაც 1998/99 წლების სეზონში თრებლი შეასრულა: მოიგო პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

მკლავებზე მაისურას 90+1 და 90+3 აწერია, რაც „ბაიერნთან“ ლიგის ფინალში (2:1) მანჩესტერლეთა მიერ გატანილი გოლების წუთებს აღნიშნავს.

ეკიპირება ფირმა аdidas-ის მიერაა დამზადებული.

პირველად ან ფორმით „იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელები ითამაშებენ 26 მაისს „ოლდ ტრაფორდზე,“ თრებლისადმი მიძღვნილ მატჩში.

0.119638