ფეხბურთი

13:29 | 3.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივრებმა დი მარია დააფასეს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი ანხელ დი მარია გულშემატკივრების სექტემბრის თვის რჩეული ფეხბურთელი გახდა.

“წითელი ეშმაკების” ფანების 68 პროცენტმა უპირატესობა არგენტინელს მიანიჭა, ხოლო ანდერ ერერას და რაფაელს შესაბამისად 23 და 9 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

სექტემბერში დი მარიამ “მანჩესტერის” მაისურით სამი შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

0.122124