ფეხბურთი

13:16 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კავანის 200 ათასიანი ავტომობილი მოპარეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ურუგვაელი თავდამსხმელი, ედინსონ კავანი, ავტოგამტაცებელთა მსხვერპლი გახდა - წერს L’Equipe. გამოცემის ცნობით, კავანისთვის 200 ათას ევროდ ღირებული Range Rover Autobiography მოუპარავთ. მაგრამ პოლიციას უყოჩაღია, მანქანაც უპოვნია და გამტაცებელიც დაუჭერია.

32 წლის კავანი პარიზულ კლუბში 2013 წელს გადავიდა „ნაპოილიდან.“ ტრანსფერის საფასური 64,5 მილიონი ევრო გახლდათ. მიმდინარე სეზონში მან საფრანგეთის ლიგა 1-ის 19 მატჩში 17 ბურთი გაიტანა და ოთხჯერ საგოლედ უპასა პარტნიორებს. პსჟ-თან მისი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

0.127703