თამაშგარე

10:43 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მია ხალიფა წარსულს არ უბრუნდება

წარმოშობით არაბი, თუმცა მუდამჟამს ბრიტანეთში მოღვაწე ყოფილი პორნომსახიობი მია ხალიფა რამდენიმე თვის წინ ფეხბურთის დიდი მოყვარულის “მანტიით“ შეიმოსა და ალბათ გახსოვთ, რომ საჯაროდ განაცხადა, საფეხბურთო კლუბი “ვესტ ჰემი“ ჩემი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული და სადარდებელიაო.

ამის შემდეგ ერთი პერიოდი იმასაც კი იძახდნენ, ლონდონელმა “ჩაქუჩებმა“ ეს ათასგვარიდარდით დათუთქული ქალი კლუბის დირექტორატში უნდა შეიყვანონ და არაფერი აჯობებს იმის ცქერას, ყოფილი პორნოვარსკვლავი გუნდის სვე-ბედს როგორ განკარგავსო. თუმცა მია ხალიფა ჯერ კვლავ მარკეტინგული ხრიკებითა და პორნო-ქარიშხლებით ნაშოვნი ფულით ირჩენს თავს.

ამასწინათ გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს მია ხალიფა თავის ძველ და ნაცად პროფესიას უბრუნდებაო. თუმცა ეს ჭორი თავად ნაპორნოვარსკვლავებმა (თუმცა იმასაც ამბობენ, ყოფილი პორნოვარსკვლავები და ყოფილი რუსეთუმეები არ არსებობენო) ქალბატონმა უარყო. თან ისიც დასძინა, რომ მან უკვე თავისი საბუღრაო გემრიელად იბუღრავა და ახლა დროა პორნო-ინდუსტრიის არცთუ ნათელი გზა ახალგაზრდებს დაუთმოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108268