საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტური მოულოდნელი შედეგით დასრულდა. „დინამო არენაზე“ დედაქალაქური დერბი შედგა, „დინამოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
„დინამომ“ წინა ტურში ბათუმში განიცადა მარცხი და ახლა შანსი ჰქონდა, სატურნირო ვითარება გაეუმჯობესებინა, რადგან ამავე ტურში „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ უკვე წაგებული ჰქონდათ.
თუმცა, ფელის ვისენტეს გუნდმა მორიგი შეხვედრა ჩააგდო და ამ მატჩამდე ბოლო საფეხურზე მყოფ „ლოკომოტივთან“ ვერაფერი გაახერხა. „რკინიგზელებმა“ კი თავის მხრივ გამორჩეული თამაში აჩვენეს და დამსახურებულად იმარჯვეს. დავით სამურკასოვის გოლი პირველ ტაიმში ერთადერთი გამოდგა, რასაც ნიკა ნინუამ მეორე ტაიმის დასაწყისშვიე უპასუხა და თითქოს „დინამოს“ გამარჯვებისთვის უნდა გაეწია. მიუხედავად ამისა, თამაშის დასკვნით ნაწილში „ლოკომ“ უშეცდომოდ ითამაშა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მიითვალა.
რევაზ ინჯგიასა და ირაკლი სიხარულიძის გოლებით სტუმრებმა პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვება იზეიმეს. ამრიგად, „ლოკომოტივმა“ ბოლო ადგილს თავი დააღწია და მერვე პოზიციაზე მოკალათდა, ხოლო „დინამო“ 20 ქულით „სიონთან“ ერთად მეოთხე-მეხუთე პოზიციებს ინაწილებს.
„დინამო თბილისი“ – „ლოკომოტივი“ 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 სამურკასოვი (24), 1:1 ნინუა (54), 1:2 ინჯგია (78), 1:3 სიხარულიძე (90)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
"დინამო"-ს ფანებო (თქვენ თუ მართლა ასე შეიძლება კაცმა გიწოდოთ), მინდა მოგმართოთ "დათა თუთაშხია"-დან ერთი ცნობილი ფრაზით, უფრო სწორად პერიფრაზირება გავაკეთო:
"ვინ ხართ თქვე უბედურებო, რატომ ხართ ასე ჩუმად?! რა გიყოთ და რას დაამსგავსა თქვენი და ჩვენი ყველას საყვარელი გუნდი რუსეთუმე რომანამ, არ ფიქრობთ?!"
და კიდევ:
არ უნდა გამოხვიდეთ ერთხელ მაინც ჯგუფურად და არ უნდა მიადგეთ ამ ჩვენი საამაყო კლუბის მაოხრებელს და პასუხი არ უნდა მოსთხოვოთ?!!!
ასეთი საშინელი დინამო მე არ მახსოვს.
ტორპედოს ზამენა კუტალია და კუხიანიძე რომ დინამოს ძირითადში ითამაშებენ, ის რა გუნდი იქნება?!
რუხაია რატომაა დინამოს კაპიტანი?? ნალჩიკის სპარტაკში თამაშით დაგროვებული "კოლოსალური" გამოცდილების გამო??
ტიპი ნახევარმცველი იყო მთელი კარიერა. აქ მცველად აქციეს, რომელიც ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს დაცვაში და მაგის გამო მარჯვენა მცველი იაშვილი მარცხნივ უყენიათ.
ამაზრზენი გუნდია. დინამოს ისტორიაში ყველაზე ცუდი.
ეს ჩისკოც რა ყ.. გამოდგა. ზედიზედ.მეორე.თამაშია იაშვილის. ფლანგიდამ აგებს არაა ეგ კაცი მარცხენა მცველი არა...
ისე ეს დიმამო მემგონო უსუსტესია ამ გუნდის ისტორიაში.
საინტერესოა რამდენ ხანში მიხვდება ფიფია რომ ეს ესპანური პროექტიც უვარგისია და დაშლის, მერე ისევ თავიდან დაიწყებს ისევ ახალ ფოკუზნიკობას
იმას მაინც თუ მიხვდა ვინმე რა უდევს გულში, თორემ ფაქტია გვაბოლებს..გვპირდება რაღაცებს და შედეგი ნულია
სანამ არ გავარდება დინამო უმაღლესიდან, მანამ არ მოშორდება ფიფია? უბნის გუნდად ისე აქცია ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი, თითქოს დინამო მარტო მისი იყოს. რაც ფიფია მოვიდა გუნდში, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგები აქვს დინამოს. 2 ჯერ თუ სამჯერ ევროპის ზონაში ვერ მოხვდა, რაც მანამდე ისტორიას არ ახსოვდა. მეტი რაღა უნდა ქნას? გავარდნით ხო არ გავარდება მართლა? არ გვიყვარს ჩვენ ფეხბურთი და ძალაა? რასაც ვიმსახურებთ ისეთი დინამო გვყავს ზუსტად. აბა ბარსა -რეალის თამაში ყოფილიყო, ასეულობით კომენტარი და ერთმანეთის დაჭმა იქნებოდა. აქ კიდე თითქოს ყველა შეეგუა, დიდი ამბავი რა მოხდა მერე...