ჩოგბურთი

21:48 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ წყვილებშიც იმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ პორტუგალიურ ობიდოსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ერთეულთა დარად, წყვილთა თანრიგშიც წარმატებული სტარტი აიღო.

შაფათავა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი შეჯიბრში მე-3 განთესვით ჩაებნენ და რუსი ეკატერინა შალიმოვა და ბელარუსი შალიმარ ტალბი 6:3, 7:5 დაამარცხეს და მეოთხედფინალში პორტუგალიელებს – მარია ინეს ფონტესა და ფრანსისკა ჟორჟეს ეთამაშებიან.
შეგახსენებთ, რომ შაფათავამ ერთეულთა ტურნირში პირველი წრე დამაჯერებლად დასძლია და მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ბულგარელ პეტია არშინკოვას გაეჯიბრება.

0.128759