ძიუდო

15:23 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტთა 19 მედალი ერევნიდან

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი 2003-2005 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის, სადაც მონაწილეობდნენ სომხეთის, რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლები. ქართველმა ჭაბუკებმა ჯამში 5 ოქროს, 6 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩვენი ნაკრები ძირითადად დაკომპლექტებული იყო ჭაბუკებით, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატზე 2004-2005 წლებში დაბადებულთა შორის მესამე ადგილები დაიკავეს.
ოქრო - ხიდაშელი თენგიზ (-42 კგ, ზესტაფონი), ოტიაშვილი გიგი (-50 კგ, ახმეტა), მეტრეველი შოთა (-60 კგ, მცხეთა), არუთინიანი დავით (-81 კგ, თბილისი), ტაბატაძე გიორგი (+81 კგ, ქუთაისი).
ვერცხლი - ჯუღელი გაგა (-42 კგ, ზესტაფონი), სალუქვაძე ლაშა (-55 კგ, თბილისი), გოდერძიშვილი დათო (-60 კგ, მცხეთა), დურიშვილი გიორგი (-66 კგ, საგარეჯო), ზაგანიშვილი ბექა (-73 კგ, მცხეთა), ხუჭუა გიორგი (+81 კგ, სამტრედია).
ბრინჯაო - თათრიშვილი ნიკა (-42 კგ, საგარეჯო), ნოზაძე ლუკა (-42 კგ, ქარელი), ჭიღლაძე ზურა (-46 კგ, გორი), ავაზნელი ვაჟა (-60 კგ, გორი), ხოსიტაშვილი გიორგი (-66 კგ, საგარეჯო), ჯიშკარიანი ანრი (-73 კგ, თბილისი), ჩაფურიშვილი მათე (-81 კგ, ახმეტა), რთველიაშვილი ბასა (+81 კგ, თბილისი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115017