ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ესპანურ ლა ბისბალ დ’ემპორდაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის მატჩი წააგო.
გორგოძე და უზბეკი აკგულ ანანმურადოვა შეჯიბრში მე-4 განთესვით ჩაებნენ და მერვედფინალში ესპანურ დუეტთან (ბურილიო ესკორიჰუელა-ლაზარო გარსია) 6:1, 5:7, 4:10 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირში გორგოძე მე-2 წრეშია გასული, სადაც მე-2 განთესვის მქონე სერბ ივანა ჯოროვიჩს გაეჯიბრება.
აშშ-ში, კერძოდ კი, ნეიპლსში სტარტი აიღო 15-ათასიანმა ტურნირმა, რომელში ქართველი ჩოგბურთელი სალომე დევიძეცაა ჩართული.
წყვილთა შეჯიბრის მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილმა დევიძემა და ამერიკელმა ალისია პარკსმა მასპინძლებს – კრუეგერსა და იუს 6:3, 6:2 სძლიეს და მეოთხედფინალში ამერიკელთა კიდევ ერთ დუეტს (ბრაუნი-ჯეკსონი) ეთამაშებიან.
ერთეულთა თანრიგში მე-4 განთესვის მქონე დევიძე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – კანადელ ლუიზ კვონგს დაუპირისპირდება.