ფეხბურთი

14:10 | 15.05.2019 | ნანახია NaN - ჯერ

სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე მწვრთნელებს უეფას კატეგორიის C ლიცენზია გადაეცათ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას, სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე 36 მწვრთნელს უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზია გადასცა.

მწვრთნელებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით და სამგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის ჩართულობით, ზუგდიდში გამართული სპეციალური გადამზადების კურსები გაიარეს, რის შედეგადაც მათ ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის ნაცვლად საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია მოიპოვეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რეგიონული ფედერაციების ჩართულობით ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე მწვრთნელების გადამზადების პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად მწვრთნელებისათვის ზემოთ ხსენებული კურსი სრულიად უფასოა.

www.gff.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.06378