ფეხბურთი

10:45 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელია

პრემირლიგის 2018/19 წლენის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი მანჩესტერ "სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გვარდიოლამ აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო.

გვარდიოლა პრემიერლიგის ისტორიაში გახდა მესამე მწვრთნელი, რომელმაც ტიტული დაიცვა, ანუ ზედიზედ მეორედ მიიღო საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი.აქამდე მსგავსი რამ ჟოზე მოურინიომ და ალექს ფერგიუსონმა მოახერხეს

ინგლისის ჩემპიონატში წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ყველაზე მეტჯერ 11-ჯერ სერ ალექსა ფერგიუსონს აქვს მოგებული.

გვარდიოლა 2016 წლიდან "სიტის" მთავარი მწვრთნელა, მას შემდეგ ყველა ტურნირზე ერთად 173 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 126 მატჩი მოიგო, 24 ფრედ დაასრულა და 23 შეხვედრაში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116261