კალათბურთი

10:15 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"გოლდენ სტეიტი" დაწინაურდა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში "გოლდენ სტეიტმა" შინ "პორტლენდს" 116:94 აჯობა. "მეომრები" მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მას შემდეგ პორტლენდლეები თამაშის ბოლომდე მდევრის როლში გახლდნენ.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 36 ქულა სტფ კარიმ ჩააგდო. კარიმ 15-დან ცხრა სამქულიანი გამოიყენა. ტომპსონს 26 ქულა ჰქონდა, ხოლო პორტლენდში ყველაზე მეტი 19 ქულა ლილარდმა ჩააგდო.
სერიის მეორე შეხვედრა ისევ "გოლდენ სტეიტში" 16 მაისს თბილისის დროით 06:00 საათზე გაიმართება.

"გოლდენ სტეიტი" - "პორტლენდი" 116:94 (27:23, 27:22, 23:26, 39:23)
https://www.youtube.com/watch?v=WHCTuFjZJnU

0.105002