ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ესპანურ ლა ბისბალ დ’ემპორდაში მიმდინარე 60-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში ურთულესი ორთაბრძოლა გადაიტანა.
გორგოძემ ავსტრალიელ ზოე ჰივესთან მატჩში პირველი სეტი დათმო, საბოლოოდ კი, 1:6, 7:6 (7:4), 7:6 (7:0) იმარჯვა და მერვედფინალში მე-2 ნომრად განთესილ სერბ ივანა ჯოროვიჩთან ჭიდილი ელის.
წყვილთა ტურნირში გორგოძესა და უზბეკ აკგულ ანანმურადოვას მე-4 რეიტინგი აქვთ და მერვედფინალში ესპანელებს – ბურილიო ესკორიჰუელასა და ლაზარო გარსიას ეთამაშებიან.