ფეხბურთი

23:35 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხუანფრანი "ატლეტიკოს" ტოვებს

34 წლის "ატლეტიკოს" ესპანელი მცველი ხუანფრანი გუნდს ზაფხულში დატოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მცველმა კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, რაც იმას ნიშნავს,რომ ესპანელი მომდევნო სეზონიდან სხვა გუნდის ღირსებას დაიცავს.

ხუანფრანი "ატლეტიკოში" 2011 წელს "ოსასუნადან" გადავიდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 347 შეხვედრა ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113423