ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის 1/16-ფინალში ლასლო დიერე 7:5, 6:4 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე ნიკას მეტოქე ნადალი-შარდის გამარჯვებული იქნება და დიდი ალბათობის ქართველი ნადალს კარიერაში მესამედ დაუპირისპირდება.
ბასილაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ლასლოსთან ბუდაპეშტის ტურნირზე წააგო ახლა კი რევანში აიღო.
პირველ სეტის დასაწყისში ჩოგბურთელებმა ორ-ორი ბრეიკი გაცვალეს. 5:5-ზე ნიკამ მეტოქის ჩაწოდება აიღო და სეტებში დაწინაურდა. მეორე პარტიაში 2:2-ზე ბასილაშვილმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.
ურთიერთშეხვედრებში ქართველმა ანგარიში გაათანაბრა - 2:2.
1/8-ფინალში გასვლით ნიკოლოზმა 90 სარეიტინგო ქულა და 64 225 ევრო გაიმუშავა.