ფეხბურთი

18:59 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ინგლისურ ფინალს სლოვენიელი იმსაჯებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს სლოვენიელი დამირ სკომინა განსჯის. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

42 წლის სლოვენიელის ასისტენტები თანამემამულეები იურე პრაპროტნიკი და რობერტ ვუკანი იქნებია, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ესპანელი ანტონიო მატეუ ლაოზი შეასრულებს. VAR-ის სამსაჯო ოთახის ხელმძღვანელი ჰოლანდიელო დანი მაკელიე გახლავთ, ხოლო მას პოლ ვან ბოკელი, ფელიქს ცვაიერი და მარკ ბორში დაეხმარებიან.

აქვე გეტყვით, რომ სკომინას აქამდე ევროპა ლიგის ფინალი (2017 წელს, „მანჩესტერი“ – „აიაქსი“) და ევროპის სუპერთასის მატჩი უმსაჯია (2012 წელს, „ჩელსი“ – „ატლეტიკო“).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113721