ფეხბურთი

16:22 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი თავის ვაჟს „რეალის“ მეორე მეკარედ მოიაზრებს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, მომავალი სეზონიდან საკუთარ ვაჟს, ლუკას, ტიბო კურტუას შემდეგ მეორე მეკარედ მოიაზრებს - წერს Marca. გამოცემის ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი ვერ ხედავს დიდ სხვაობას ლუკასა და „სამეფო კლუბის“ კიდევ ერთ კარის დარაჯ, უკრაინელ ანდრეი ლუნინს შორის, რომელიც ამჟამად „ლეგანესში“ თამაშობს იჯარით.

ლუნინმა კლუბში 6 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაუშვა. მეორე მეკარე, კეილორ ნავასი კი დიდი ალბათობით, ზაფხულში „რეალს“ დატოვებს.

21 წლის ლუკამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ მოირგო „რეალის“ პირველი გუნდის მაისურა. ასევე მის აქტივში 27 მატჩია „რეალ კასტილიაში,“ ახალგაზრდულ გუნდში, რომლებშიც მან 33 ბურთი გაუშვა.

Loading...
0.14548