სხვა

13:40 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი შესანიშნავ ფორმაშია! (+VIDEO)
ნაცუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს გაგამარუმაც იმარჯვა!

ნაცუ ბაშოზე ქართველი სუმოისტები წარმატებულ გამოსვლას განაგრძობენ. გაზაფხულის მეორე სუპერტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს, მორიგი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტის მეტოქე მეოთხე მეაგაშირა ოკინოუმი იყო და ტოჩინოშინმა მისი დამარცხება იორიკირის ილეთით მოახერხა.

შერკინება იაპონელი მეტოქის უპირატესობით დაიწყო, რომელმაც ტოჩი დოჰიოს კუთხესთან მიიმწყვდია, თუმცა ქართველმა მისი მოგერიება შეძლო და მესამე გამარჯვება შესანიშნავ სტილში მოიპოვა!

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული წყვილი ერთმანეთს მე-13 დაუპირისპირდა და ჩვენებურმა მერვედ შეძლო მეტოქის დამარცხება.

ნაცუ ბაშოზე ლევანის მეოთხე მეტოქე ტამავაში იქნება. ტოჩინოშინს წლის მესამე სუპერტურნირზე 3 მოგება აქვს და ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად დარჩენილი ორთაბრძოლებიდან მინიმუმ 7-ის მოგება მართებს.

ტოჩინოშინის მსგავსად მოიგო თეიმურაზ ჯუღელმაც. რამგით მეორე დივიზიონ ჯურიოში მოასპარეზე გაგამარუს მეტოქე ჯურიოს მეცხრე ნომერი ჩიონოუმი იყო, რომლის დამარცხებაც ქართველ გოლიათს არ გასჭირვებია. ამრიგად მიმდინარე ბაშოზე გაგამარუს 2 მოგების წილ 1 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად, მინიმუმ 6 გამარჯვების მოპოვება მართებს.

0.122989