ფეხბურთი

11:26 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული“ ფეკირის შეძენას ისევ შეეცდება

„ლივერპული“ კვლავ დაინტერესებულია „ლიონის“ ნახევარმცველის, ნაბილ ფეკირის შეძენით - გვამცნობს The Mirror. წყაროს ცნობით, მერსისაიდული კლუბი ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ეცდება.

ფეკირის კონტრაქტი „ლიონთან“ 2020 წელს იწურება და კლუბი მის გაყიდვას ფიქრობს, რათა თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დაკარგოს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ფეკირი უკვე ახლოს იყო „ლივერპულში“ გადასვლასთან, ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან სამედიცინო შემოწმების შემდეგ, „წითლებმა“ სატრანსფერო ფასის შეცვლა მოითხოვეს.

25 წლის ფეკირი „ლიონის“ აღზრდილია. ფრანგული ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მან 29 მატჩში 9 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასით გამოირჩა.

0.118126