ფეხბურთი

10:18 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბარსელონა ვალვერდეს არ გაათავისუფლებს

სეზონის ბოლოს „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს არ გაათავისუფლებენ - წერს ესპანური Marca. წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტს ხოსეპ მარია ბარტომეუს, ასევე სხვა ხელმძღვანელებს ესაუბრა. მას ყველამ თანადგომა გამოუცხადა. პოზიცია, შეიძლება მხოლოდ ესპანეთის თასის ფინალში „ვალენსიასთან“ მარცხმა შეცვალოს.

მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ ვადამდე გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან სკანდალურად გავარდა. ნახევარფინალში, პირველ მატჩში „ლივერპულთან“ 3:0 გამარჯვების შემდეგ, საპასუხოში 0:4 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11813