ზაფხულის სატრანსფერო სეზონისას „რეალის“ თავდამსხმელი, გარეთ ბეილი, შესაძლოა, ჩინეთში აღმოჩნდეს - წერს ესპანური Don Balon. კლუბი, რომლის სახელიც არ ხმაურდება, უელსელში 120 მილიონ ევროს იხდის, თავად ფეხბურთელს კი წელიწადში ჯამაგირად 30 მილიონს სთავაზობს.
უკვე კარგა ხანია ბეილის „სამეფო კლუბიდან“ შესაძლო წასვლაზე საუბრობენ, თუმცა პოტენციურ მყიდველებს მისი ძალიან მაღალი ანაზღაურება აფრთხობდა - 20 მილიონი წელიწადში. ასევე გასაყიდი ფასი. „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ 80 მილიონზე მეტს არ იხდიდნენ.
მიმდინარე სეზონში, ბეილმა „რეალის მაისურით ესპანეთის ჩემპიონატის 29 მატჩში 8 ბურთი გაიტანა და სამჯერ საგოლედ უპასა.