ფეხბურთი

9:04 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბიელსა: „როცა „სიტის“ მატჩებს ვუცქერ, თავი გაუნათლებელი მგონია“

„ლიდსის“ მთავარი მწვრთნელი, მარსელო ბიელსა, აღფრთოვანებას ვერ მალავს „მანჩესტერ სიტის“ დამრიგრებლის, ხოსეპ გვარდიოლას მუშაობის გამო.

„სილამაზეს, რომლითაც გვარდიოლას გუნდები გამოირჩევან, ვერაფრით მიბაძავ. ამიტომ ვცემ მას დიდ პატივს. ხშირად მეუბნებიან, რას გააკეთებდა გვარდიოლა იმ მოთამაშეების გარეშე, რომელიც მას „ბარსელონაში“ ჰყავდა? დიახ,“ბარსელონას“ ფეხბურთელები უნიკალურები არიან, ისევე როგორც „ბაიერნის“ და „სიტის.“ მაგრამ განსაკუთრებული სტილი, რომელსაც პეპის გუნდებში ვხედავთ, გაცილებით მნიშვნელოვანია.

ფეხბურთელების როლს არ ვაკნინებ, მაგრამ როცა „სიტის“ მატჩებს ვუცქერ, თავი გაუნათლებელი მგონია. ვხედავ მათი ფეხბურთელების მინდორზე მოქმედებას, როგორ გადაადგილდებიან ბურთით, როგორ ეძებენ შეტევისთვის საჭირო საშუალებებს. ძალიან კარგად აკეთებენ ყველაფერს. ვცდილობ მივბაძო, მაგრამ არაფერი გამომდის. შეუძლებელია იმის გამეორება, რასაც გვარდიოლა აკეთებს.“ - უთხრა არგენტინელმა სპეციალისტმა Goal.com-ს.

0.116425