ფეხბურთი

2:11 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერისა" და "ბოლონიას" თითქმის ამოხსნილი ამოცანები

იტალიის სერია A-ს 36-ე ტური ორი შეხვედრით დასრულდა და ორივე ძალიან საინტერესო იყო. მილანში, „ინტერმა“ „კიევოს“ მოუგო და ძალიან მიუახლოვდა ჩემპიონთა ლიგას, ხოლო „ბოლონიამ“ პრაქტიკულად გაიფორმა ელიტარულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

„ინტერს“ „კიევოსთან“ ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა, რადგან „ატალანტამ“ დორებით წაართვა მესამე ადგილი. ლუჩანო სპალეტის გუნდს შეცდომა არც დაუშვია. მატეო პოლიტანომ და ივან პერიშიჩმა „ნერაძურის“ ძალიან ადვილად მოაგებინეს. სხვათა შორის, მილანურმა გრანდმა მიმდინარე სეზონში მე-17 მატჩში მოახერხა კარის მშრალად შენახვა და ეს იტალიაში საუკეთესო მაჩვენებელია. „ინტერმა“ 66 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე მყოფ „მილანს“ 4ქულით უსწრებს. რაც იმას ნიშნავს, რომ „ნერაძურის“ დარჩენილ ორ ტურში ორი ქულაც ეყოფა ოთხეულში სეზონის დასასრულებლად.

„ბოლონიამ“ კი მორიგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა. სინიშა მიხაილოვიჩის ხელში „როსობლუ“ გარდაისახა და ძალიან მაგარ ფორმაში შევიდა. უშუალო კონკურენტ „პარმას“ კი მეორე ნახევარში გადაურბინა და 4:1 აჯობა. შედეგად, „ბოლონია“ გასავარდნ ზონას 5 ქულით მოსცილდა და ორ ტურში წესით ეს უპირატესობა არ უნდა გაანიავოს. თანაც, მასსა და გასავარდნ ზონას შორის კიდევ ოთხი გუნდია. სხვათა შორის, „ბოლონიამ“ მარტიდან მოყოლებული ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე მეტი მატჩი მოიგო „ბარსელონასთან“ ერთად (6). აი, „პარმას“ ვითარება კი ძალიან საშიში გახდა. თითქოს, „მერძეევებს“ პრობლემა არ უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ბოლო ორ თვეში კინკილა თამაში მოიგეს და ახლა „ემპოლის“, რომელიც გასავრდნ ზონაში სულ რაღაც სამი ქულით უსწრებს, რაც განგაშის საფუძველია.

„ბოლონია“ – „პარმა“ 4:1 (0:0)

გოლები: 1:0 ორსოლინი (52), 2:0 სეპე (59, ა.გ), 3:0 ლიანკო (72), 3:1 ინგლეზე (81), 4:1 სიერალტა (84, ა.გ)

„ინტერი“ – „კიევო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პოლიტანო (39), 2:0 პერიშიჩი (86)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156732