საერთაშორისო დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ (2488) წარმატებულად იასპარეზა აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე.
ქართველმა მოჭადრაკემ 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა, მე-3 ადგილი დაიკავა და თავის ელო-რეიტინგს 11 ქულა შემატა.
პირველ ადგილზე აშშ-ს სახელით მოთამაშე თემურ გარეიევი (2560) გავიდა 7.5 ქულით, მეორეზე კი აზერბაიჯანელი ნიჯატ აბასოვი (2633) – 7.0 ქულით.
საინტერესოა, რომ მთავარი ასპარეზობის პარალელურად გამართულ ბ ტურნირში, ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ თევზაძემ (1936) დააფიქსირა.
მან 6.0 ქულა მიითვალა და საერთო სატურნირო ცხრილში მეათე-მეთვრამეტე ადგილები გაინაწილა.