ფეხბურთი

18:43 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობინ ვან პერსი ფეხბურთიდან გააცილეს (+VIDEO)

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რობინ ვან პერსიმ კარიერა დაასრულა. 35 წლის თავდამსხმელს გამომშვიდობების საღამო „ფეიენოორდისა“ და „დენ ჰააგის“ მატჩის დასრულების შემდეგ მოუწყვეს.

ვან პერის ფეხბურთის თამაში „ფეიენოორდში“ დაიწყო, რომლის ღირსებას 2001-2004 წლებში იცავდა. შემდეგ კი, „არსენალის“, „მანჩესტერისა“ და „ფენერბახჩეს“ რიგებში ითამაშა. 2017 წელს რობინი მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა და კარიერის უკანასკნელი ორი წელი „ფეიენოორდის“ რიგებში გაატარა.

მიმდინარე სეზონში ვან პერსიმ 28 მატში 17 გოლი გაიტანა. ჰოლანდიის ნაკრებში რობინ ვან პერსიმ 2005-2017 წლებში 102 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 50 გოლი გაიტანა.

ბარემ გეტყვით, რომ "დენ ჰააგთან" "დე კუიპის" პუბლიკა მთავარ მწვრთნელ ჯოვანი ვან ბრონხორსტსაც დაემშვიდობა, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ დაკავებულ პოსტს დატოვებს. ვან პერსი კი, კარიერის უკანასკნელ მატჩს 15 მაისს, სტუმრად "ფორტუნასთან" ჩაატარებს.

0.116004