კალათბურთი

14:37 | 13.05.2019 | ნანახია 0 - ჯერ

ბითაძის 20 ქულა სერბულ ლიგაში

სერბეთის საკალათბურთო ჩემპიონატში შედეგიან თამაშს განაგრძობს ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე.

ტურნირის მორიგ ტურში ჩვენებურის “მეგა ბემაქსი” “ტამისს” დაუხვდა და 102:64 გაანადგურა, გოგა კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 20:42 წუთში 20 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
ბითაძემ 9-დან 7 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ცენტრის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა მეტოქეზე 33 ქულით მეტი ჩააგდეს, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 25-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ თანაგუნდელ დალიბორ ილიჩს (27) ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 14 ქულა 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ “მეგა ბემაქსი” სერბული ლიგის B ჯგუფში ირჯება, 5-დან 4 მოგება აქვს და მხოლოდ ბელგრადის “პარტიზანს” ჩამორჩება. 16 მაისს ბითაძე და მისი თანაგუნდელები სწორედ ლიდერს დაუხვდებიან.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:18 | 17.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რაფა მილანში წაიყვანეთ პირველივე წელს გაიყვანს გუბდს ლიგაზე.ვესთ ჰემში არ წახვიდე რაფა რამე სერიოზული გუნდი მონახე

16:54 | 17.05.2018
mjgiri (8951)

ძაან დაჩაგრავენ იტალიელი მწვრთნელები ბენიტესს ტაქტიკურად

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060791