News

17:55 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალის“ 21-ე საუკუნის ანტი-რეკორდი

ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩში „რეალი“ გასვლაზე „სოსიედადთან“ 3:1 დამარცხდა. „რეალმა“ 21-ე საუკუნეში პირველად ესპანეთის ჩემპიონატში 11 შეხვედრა წააგო.

სულ კი ჯამში „სამეფო კლუბმა“ ყველა ტურნირზე ერთად 17 შეხვედრა დათმო, რაც 1998/99 წლების შემდეგ არ მომხდარა.

„რეალი“ ლა ლიგაში 37 ტურის შემდეგ 68 ქულით მესამე ადგილზეა. ბოლო ტურის მატჩში მადრიდელები შინ „ბეტისს“ დაუპირისპირდებიან.

თეგებირეალი
0.108981