ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ორი გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართა.
„ტორონტომ“ შინ „ფილადელფიას“ 92:90 აჯობა და სერია 4:3 მოუგო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე ანგარიში 90:90 იყო, ბურთი კავაი ლეოანრდმა მიიღო, რომელმაც მატჩის საფინალო სირენასთან ერთად ორქულიანი გაუშვა, ბურთი რკალზე დავარდა და საბოლოოდ კალათში ჩაეშვა(VIDEO). მატჩის საუკეთესო მოთამაშე არამარტო ამ მომენტისთვის მთლიანობაში კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც გუნდს 41 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა შესძინა. „ფილადელფიაში“ ჯოელ ემბიდი 21 ქულით და 11 მოხსნით გამოირჩა. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „ „ტორონტო“ „მილოუკს“ შეხვდება. პირველი შეხვედრა მილოუკში 16 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.
გადამწყვეტ მეშვიდე მატჩში „პორტლენდმა“ გასვლაზე „დენვერს“ 100:96 მოუგო და დასავლეთ კონფერენციის ფინალში „გოლდენ სტეის“ დაუპირისპირდება.
მეორე პერიოდში „დენვერი“ 17 ქულას იგებდა. „პორტლენდმა“ მესამე პერიოდის ბოლოს ერთი ქულით წინ გასვლა მოახერხა და დასკვნით ბოლო მეოთხედში ანგარიშით სულ წინ იყვნენ. მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა მაკალუმმა ჩააგდო. ნიკოლა იოკიჩმა ორმაგი დუბლი შეასრულა 29 ქულა და 13 მოხსნა.
“დენვერი“ – „პორტლენდი“ 96:100 (29:17, 19:22, 24:32, 24:29)
https://www.youtube.com/watch?v=M56YgL6it9U
„ტორონტო“ – „ფილადელფია“ 92:90 (18:13, 26:27, 23:24, 25:26)