ჩოგბურთი

23:35 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა მადრიდის მასტერსი მოიგო და ნადალს გაუთანაბრდა

მადრიდის მასტერსის ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სტეფანოს ციციპასი 6:3, 6:4 დაამარცხა და კარიერაში 73-ე ტიტული მოიგო.

სერბმა 33-ე მასტერსის ტურნირს დაეუფლა, რითაც რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა. 28 მოგებული მასტერსის მესამეზე როჯერ ფედერერია.

ჯოკოვიჩმა ციციპასს ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი შეუსრულა, ისე რომ ბერძენს ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია. ნოლემ ტურნირი სეტწაუგებლად დაასრულა.

ჯოკოვიჩმა ამ გამარჯვებით 1.2 მილიონი ევრო და 1000 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.

0.115742