კალათბურთი

22:26 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 8 ქულამ "გიპუზკოა" წაგებას ვერ გადაარჩინა

ესპანეთის ლიგა ენდესას 32-ე ტურში ბექა ბურჯანაძის „გიპუზკოამ“ დრამატულ ბრძოლაში სტუმრად წააგო „ფუენლაბრადასთან“. მთელი თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამზე გაირკვა - 69:70.

ბურჯანაძემ წინა ტურებისგან განსხვავებით, ამჯერად დიდად ნაყოფიერი მატჩი ვერ ჩაატარა, რაზეც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც მოწმობს - ორი.

ქართველმა კალათბურთელმა 22:48 წუთში ოდენ რვა ქულა და 4 მოხსნა გაახერხა. ჩვენებურმა ორი ორქულიანი (ექვსიდან), ერთი სამქულიანი (ორიდან) და ერთი საჯარიმო (ერთიდან) ჩააგდო.

„გიპუზკოას“ 32 ტურის თავზე 10 მოგების საპირწონედ 22 წაგება აქვს და ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. მომდევნო ტურში კი, 19 მაისს, „ბარსელონას“ ესტუმრება.

0.122499