„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის ბოლო, 38-ე ტურში, სტუმრად „ბრაიტონი“ 4:1 დაამარცხა, 98 ქულა მოაგროვა და ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეექვსედ გახდა ქვეყანაში საუკეთესო.
გაიმარჯვა მისმა უშუალო კონკურენტმა, „ლივერპულმაც.“ მერსისაიდელებმა შინ 2:0 მოუგეს „ვულვერჰემპტონს.“ თუმცა, 97 ქულით მეორე ადგილზე დარჩნენ.
პრემიერლიგის ბოლო ტურის ვრცელ მიმოხილვას „მსოფლიო სპორტი“ ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.