ფეხბურთი

19:26 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორიას "მაგდებურგი" III ბუნდესლიგაში გავარდა

გიორგი ლორიას „მაგდებურგი“ გერმანიის III ბუნდესლიგაში გავარდა. II ბუნდესლიგის 33-ე ტურში მიხაელ ოენინგის გუნდი ბუნდესლიგაში აღზევებისთვის მებრძოლ „უნიონ ბერლინს“ ესტუმრა და პირველივე ტაიმში გაუშვა ორი გოლი და მსაჯის კომპენსირებულ დროში მესამეც გაუშვა.

ლორია კი, მოედანს 29 მარტის შემდეგ (ტრავმის გამო გაუცდა ეს პერიოდი) დაუბრუნდა და 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა. 33 წლის ქართველმა მატჩი 4 სეივით დაასრულა, მაგრამ სამჯერ ვერაფერი გაახერხა. მეტიც, პირველი გოლის დროს მაინცდამაინც დამაჯერებლად ვერ ითამაშა, ბურთი იქვე მოიგერია და შემტევს დამატებაზე ადვილად გატანის შანსი მისცა.

„მაგდებურგი“ კი ამ წაგების მერე ოფიციალურად გავარდა II ბუნდესლიგიდან, რადგან 30 ქულა აქვს და სამშვიდობო ზონას 5 ქულა აშორებს, რისი აღმოფხვრაც ერთადერთ ტურში შეუძლებელია.

მოგეხსენებათ, ლორია „მაგდებურგში“ იანვარში გადავიდა და 10 თამაშიც ჩაატარა. გერმანულ გუნდთან გიორგის კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებს და ზაფხულში დიდი ალბათობით, ახალ გუნდში მოუწევს გადასვლა.

0.133216