ფეხბურთი

14:15 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩი "ინტერში" გადასვლასთან ახლოსაა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა შესაძლოა კარიერა მილანის "ინტერში" გააგრძელოს. როგორც Goal-ი იუწყება, "ნერაძური" და "ბლაუგრანა" მოლაპარაკებას აწარმოებენ და შესაძლოა 31 წლის ფეხბურთელი იტალიურმა კლუბმა 50 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატოს.

რაკიტიჩს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში ივანმა ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112892