ნაცუ ბაშოს პირველი საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. გაგამარუს მსგავსად თავისი ორთაბრძოლა მოიგო ლევან გორგაძემაც.
ტოჩის მეტოქე აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ჩიოტარიუ იყო, რომელიც ჩვენებურმა დამაჯერებლად დაამარცხა.
აღნიშნული წყვილი ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ და ამ მხრივ ქართველ სპორტსმენს დიდი უპირატესობა აქვს, რადგან 9-დან შვიდ შეხვედრაში მოახერხა მეტოქის დამარცხება, თავად კი 2-ჯერ დამარცხდა.
მეორე საშეჯიბრო დღეს ტოჩი აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა დაიეიშოს დაუპირისპირდება, რომელთანაც ასევე დადებითი ბალანსი აქვს - 5 მოგება და 1 მარცხი.