„შახტარის“ მცველმა დავით ხოჭოლავამ „ოლექსანდრიასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ „შახტარის“ ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. დავითმა მე-4 წუთზე გუნდი თავური დარტყმით დააწინაურა.
- ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, რადგან „ოლექსანდრია“ ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მთავარია, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ლიგის ტიტულისაკენ.
- თქვენი გოლის წყალობით „შახტარმა“ ანგარიში გახსნა. შეგიძლიათ აღწეროთ გოლი?
- კარგად ჩააწოდეს და მე უბრალოდ სწორ ადგილას აღმოვჩნდი და გოლი გავიტანე.
- სამივე გოლი კუთხურების შემდეგ გავიდა. ეს უკვე ტრენდია თანამედროვე ფეხბურთში თუ უბრალოდ ეპიზოდია?
- ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი ძლიერი მხარეა, რადგან ჩვენ უფრო მეტ გოლს გახსნილი თამაშიდან ვიტანთ. მაგრამ „ოლექსანდრიასთვის“ ეს ერთ-ერთი მთავარია კოზირია.
- ამ თამაშამდე დაახლოებით 1000 წუთი გოლი არ გაგიშვიათ...
- გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენ არ ვითვლიდით წუთებს. უბრალოდ ვცდილობდით გოლი არ გაგვეშვა. რა თქმა უნდა, დღევანდელ თამაშში გაშვებული გოლი ძალინა ცუდია.
- ვის მიუძღვენით გოლი?
- გოლი და გამარჯვება დედაჩემს მივუძღვენი. ის ძალიან მიყვარს!