მსოფლიოს ნომერ მე-7 ჩოგბურთელმა, ჰოლანდიელმა კიკი ბერტენსმა მადრიდის მასტერსის ფინალში რუმინელი სიმონა ჰალეპი 6:4, 6:4(VIDEO) დაამარცხა და კარიერაში WTA-ის მეცხრე ტიტული დაისაკუთრა.
ფინალური შეხვედრა საათსა და 28 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტს ჰალეპი 4:2-ს იგებდა, თუმცა კიკიმ ზედიზედ 4 გეიმი მოიგო. მეორე პარიტიაში 2:2-ზე ბრეიკით ჰოლანდიელი დაწინაურდა და სიმონამ შეხვედრის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა.
ბერტანსმა ტურნირი ისე მოიგო, რომ არც ერთი სეტი არ წაუგია. მადრიდის მასტერსზე კიკიმ სინიაკოვას, ოსტაპენკოს, სევასტოვას, კვიტოვას, სტივენსს და ფინალში ჰალეპს აჯობა.
ჰოლანდიელმა ჩოგბურთელმა ამ გამარჯვებით 1.2 მილიონი ევრო და 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშვაა, ხოლო ჰალეპი 608 700 ევროს და 600 ქულას მიიღებს.