რიო დე ჟანეიროში დასრულა მსოფლიო სერიის რიგით მეორე ტურნირი საპლაჟო ჭიდაობაში სადაც ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 100% იანი შედეგით დაასრულა ასპარეზობა.
შეჯიბრება 4 წონით კატეგორიაში გაიმართა და ყველაში ქართველმა ფალავნებმა იმარჯვეს, ტურნირს ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) გახდნენ.
ქელეხსაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ რადულოვს მოუგო, ხუციშვილმა აზერბაიჯანელი იუსუბოვი დაამარცხა, მარსაგიშვილმა საჩემპიონო ბრძოლაში პაკისტანელ მუჰამად ინამს სძლია, კორძაიამ კი აზერბაიჯანელ ნაზარიანს აჯობა.
აღნიშნული ტურნიი სან-დიეგოს ქვიშის თამაშებზე მოსახვედრი მეორე სალიცენზიო ტურნირი იყო, საქართველოს დელეგაციას ლაშა ლომიძე ხელმძღვანელობდა.
70 კგ
1. ლევან ქელეხსაშვილი (საქართველო)
2. სემენ რადულოვი (უკრაინა)
3. რიიცე ჰუმპრი (აშშ)
80 კგ
1. დავით ხუციშვილი (საქართველო)
2. იბრაჰიმ იუსუბოვი (აზერბაიჯანი)
3. სამი უნალი (თურქეთი)
90 კგ
1. დავით მარსაგიშვილი (საქართველო)
2. მუჰამად ინამი (პაკისტანი)
3. კანან ალიევი (აზერბაიჯანი)
+90 კგ
1. მამუკა კორძაია (საქართველო)
2. ოიან ნაზარიანი (აზერბაიჯანი)
3. იოანის კარგიოტაკისი (საბერძნეთი)
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური