ნაცუ ბაშოს პირველი საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა თეიმურაზ ჯუღელისთვის. გაგამარუს მეტოქე დაიშომარუ იყო, რომლის ძლევაც ქართველ გოლიათს არ გასჭირვებია.
ჩვენებურმა პირველი გამარჯვების მოპოვებას ათიოდე წამი აკმარა, მეტოქე ადვილად მიიმწყვდია დოჰიოს კუთხესთან და ის შემოსაძღვრულ ხაზს მიღმა ადვილად გადაყვანა.
ამრიგად, გაგამარუმ დაიშომარუსთან ურთიერთშეხვედრებში მოგებათა ბალანსი გაზარდა და ჩატარებული 8 ორთაბრძოლიდან: 5 მოგება და 3 მარცხი დაუგროვდა.