ჩოგბურთი

10:50 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი მადრიდის მასტერსის ფინალში ციციპასს დაუპირისპირდება(+VIDEO)

მადრიდის მასტერსის ნახევარფინალში სტეფანოს ციციპასმა რაფაელ ნადალი 6:4, 2:6, 6:3 დაამარცხა და ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

20 წლის ბერძენმა ჩოგბურთელმა აღნიშნულ ტურნირზე უკვე გამოიმუშავა 600 სარეიტინგო ქულა და განახლებულ რეიტინგში მინიმუმ მეშვიდე პოზიციამდე დაწინაურება ელოდება, რაც მისთვის კარიერის სარეკორდო მაჩვენებელია. ესპანელი ჩოგბურთელი კი მიმდინარე სეზონში კვლავ უტიტულოდაა.

ფინალური დაპირისპირება 12 მაისს თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. ციციპასი და ჯოკოვიჩი ერთმანეთს ერთხელ 2018 წელს, ტორონტოში დაუპირისპირდნენ, სადაც ბერძენმა მეტოქე მერვედფინალში 6:3, 6:7, 6:3 დაამარცხა. იმ შემთხვევაში თუ სერბი ტურნირს მოიგებს, მასტერსის ტიტულების რაოდენობით რაფაელ ნადალს (33) გაუთანაბრდება. ციციპასი კი მეორედაა მასტერსის ტურნირის ფინალში და შეეცდება ამჯერად მაინც მოიგოს, წარმატების შემთხვევაში კი რეიტინგში მეექვსე პოზიციამდე დაწინაურდება.

0.113806