ფეხბურთი

3:14 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" "იუვეს" იმედად

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ბერგამოს „ატალანტამ“ და „მილანმა“ თავიანთი მატჩები მოიგეს და ახლა დარჩენილ ორ ტურში მოუწევთ მეოთხე ადგილისთვის ჭიდილი.

ტური სწორედ ბერგამოელებმა გახსნეს, რომელმაც რეჯიო ემილიაში ემასპინძლეს „ჯენოას“ და მეორე ტაიმის სტარტზე გატანილი გლებით იმარჯვეს. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა 65 ქულას მოუყარა თავი და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, „ინტერს“ ამ ტურის შეხვედრა გავარდნილ „კიევოსთან“ სახლში ჩასატარებელი აქვს.

„მილანმა“ კი ფლორენციაში საშინელ დღეში მყოფ „ფიორენტინას“ ჰაკან ჩალჰანოღლუს კინკილა გოლით და წვალებით მოუგო. თუმცა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და ჯენარო გატუზოს გუნდიც იგივე ვითარებაშია. „როსონერი“ 3 ქულით ჩამორჩება „ატალანტას“, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში ჯაბნის და თუ დარჩენილ რო ტურში „მილანი“ 6 ქულას, ხოლო ბერგამოელები ოდენ 3 ქულას მოიპოვებენ, მეოთხე ადგილი გატუზოს შეგირდებს დარჩებათ. „ატალანტა“ კი მომდევნო ტურში სტუმრად „იუვენტუსთან“ ითამაშებს. მოკლედ, მილანელთა ბანაკი დიდწილად ტურინელთა იმედად არიან. არადა, „იუვემ“ დიდი ხანია სეზონი დაასრულა და უკვე შვებულებაზე ფიქრობს. საერთოდ, „მილანი“ „რომასთანაც“ ფლობს უპირატესობას და თუ აქაც თანაბარი ქულები დაფიქსირდება, წინ ლომბარდიელები აღმოჩნდებიან. საბოლო ჯამში, ჩახლართული ვითარებაა და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს დარჩენილ ორ ტურში.

დღესვე, „ლაციომ“ „კალიარის“ აჯობა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდის მაქსიმუმი წელს ალბათ ევროპა ლიგის საგზური თუ იქნება. იქამდე კი, 15 მაისს, იტალიის თასის ფინალში „არწივები“ „ატალანტას“ დაუპირისპირდებიან.

„ატალანტა“ – „ჯენოა“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბაროუ (46), 2:0 კასტანე (53), 2:1 პანდევი (89)

„კალიარი“ – „ლაციო“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლუის ალბერტო (31), 0:2 კორეა (53), 1:1 პავოლეტი (90)

„ფიორენტინა“ – „მილანი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჩალჰანოღლუ (35)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140725