ავტოსპორტი

0:08 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასის ზედიზედ მესამე პოული

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერმა ვალტერი ბოტასმა ესპანეთის დიდი პრიზის კვალიფიკაცია რბოლა მოიგო და რბოლას პოულ პოზიციიდან დაიწყებს. „მერსედესის“ ფინელმა მრბოლმა 0.634 წამით აჯობა თანაგუნდელ მოქმედ ჩემპიონ ლუის ჰამილტონს და ზედიზედ მესამე პოულს დაეუფლა.

ჰამილტონი, ვისაც კარიერაში 84 პოული აქვს მოპოვებული, ბოტასს ერთადერთი ქულით ჩამორჩება, ეს ქულა კი მან ავსტრალიაში, უსწრაფესი წრის დაფიქსირებით მოიპოვა. ბოტასმა თავისი საუკეთესო წრე, მონტმელოს ტრეკი რეკორდულ დროში - წუთსა და 15.406 წამში გაიარა.

„ძალიან ვისიამოვნე, სწრაფი წრეების დროს ადრენალინის მოზღვავება, დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სეზონი კარგად, ზუსტად ისე, როგორც ვისურვებდი. მანქანას თანდათან სულ უფრო კარგად ვეწყობი. ხვალინდელი რბოლისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა ბოტასმა, ვისაც ამ სეზონში უკვე ორი რბოლა აქვს მოგებული.

ჰამილტონმა განაცხადა, რომ კვალიფიკაციაში უკეთეს შედეგს ელოდა, თუმცა პირველ ცდაზე გრუნტზე გადასვლამ ამის საშუალება არ მისცა. საერთო ჯამში კი მანქანით კმაყოფილია. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ესპანეთის დიდი პრიზი სამჯერ აქვს მოგებული, აქედან ორჯერ კი - წინა ორ სეზონში გაიმარჯვა.

„მერსედესის“ პილოტებს შორის ასეთი დიდი სხვაობა, გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმ იმით ახსნა, რომ ჰამილტონმა კვალიფიკაციის მეორე ნაწილში, მეორე ცდა ვერ დაასრულა, რის გამოც, მის მანქანაზე ელემენტების სრულად შევსება ვერ მოხერხდა. ენერგიის დანაკარგი კი ვერც მესამე ნაწილში შეივსო - კვალიფიკაციის დროს, გარე წყაროდან ელემენტების დამუხტვა აკრძალულია. ამასთან, ვოლფმა ისიც აღნიშნა, რომ ბოტასმა რბოლა შესანიშნავად ჩაატარა და გამარჯვებაც დაიმსახურა.

ესპანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:15.406
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1;16.040
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:16.272
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:16.357
  5. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:16.588
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:16.708
  7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:16.911
  8. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:16.922
  9. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:17.573
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:17.338
  11. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:17.445
  12. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:17.599
  13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:18.106
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:17.788
  15. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:17.886
  16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:18.404
  17. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:18.471
  18. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:18.664
  19. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:20.254
  20. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:19.072
0.148084