ფეხბურთი

22:21 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლეჩე" სერია A-ში დაბრუნდა

იტალიის სერია A-ში „ლეჩე“ დაბრუნდა. ფაბიო ლივერანის გუნდმა სერია B-ს ბოლო ტურში „ვია დელ მარიზე“ „სპეციას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. შედეგად, „ჯალოროსიმ“ 66 ქულა დააგროვა და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, რაც ელიტაში აღზევებას ავტომატურად ნიშნავს.

„ლეჩე“ სერია A-ში ბოლოს 2011-2012 წლების სეზონში ასპარეზობდა და შესაბმისად, ელიტარულ ლიგას 7-წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.

საინტერესოა, რომ ლივერიანის გუნდი შარშან სერია C-დან სერია B-ში აღზევდა და გამოდის, რომ ბოლო ორ სეზონში ორი დივიზიონით დაწინაურდა. აქვე გეტყვით, რომ ერთი კვირის წინ სერია A-ს საგზური „ბრეშამაც“ გაიფორმა.

რაც შეეხება მესამე იღბლიან გუნდს, პლეი-ოფი გამოავლენს, რომელშიც „სპეცია“, „ჩიტადელა“, „ვერონა“, „პესკარა“, „ბენევენტო“, „პალერმო“ იასპარეზებენ და სანუკვარ ერთ საგზურს გაითამაშებენ.

0.131399